среда, 2 декабря 2009 г.

სასწავლო პროექტი


    1.პროექტის სახელი:  სასარტყელო დრო

     2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: დროის ათვლის საერთაშორისო სისტემის მიხედვით დედამიწის ზედაპირის მერედიანებით 24 სასაათო სარტყელად დაყოფის შედეგად დროის ანგარიში.

     3.პროექტის სრული აღწერა: იმის გამო, რომ  დედამიწის ზედაპირი მერედიანებით 24 საათო სარტყელად არის დაყოფილი, თითოეული 15  გრ. ზომით, თითოეული სარტყელის ფარგლებში დრო მიღებულია ვიანგარიშოთ იმ მერედიანის მიხედვით, რომლის შუაზეც გადის. დრო ერთ სასაათო სარტყელის ფარგლებში სასარტყელო დრო  ეწოდება და მეზობელი სარტყელის დროისგან 1 საათით განსხვავდება. სასაათო  სარტყელი, რომლის შუაში გრინვიჩის მერიდიანი გადის მიჩნეულია ნულოვან ანუ 24-ე მერედიანად და მისგან იწყება სარტყელების ათვლა.  იმისათვის რომ მოსწავლემ გაიაზროს სიტუაციური ამოცანა და შეძლოს ამოხსნა უნდა მოიძიოს ინფორმაცია თუ რომელ სარტყელში მდებარეობს  თვითონ და  მისთვის საინტერესო ქვეყანა.

 ამოცანა შემდგომში მდგომარეობს: შეძლებს თუ არა კომპიუტერის საშუალებით შეტყობინება გააგზავნოს 2010 წელს და იგი 2009 წელს მივიდეს სასურველ პირთან.

  1. მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
  2.  ვადები/ხანგრძლივობა: 2 დღე
  3. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოპოვება, ჯგუფში თანამშრომლობა, აგრეთვე დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება და  მათთვის კეთებით სწავლა, კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევების განვითარება.
  4. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნეს: მოსწავლეთა ცნობიერების გაფართოება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარება.
  5. სარგებელი სხვისთვის: დროში ორიენტირება.
  6. სამუშაო ენა: ქართული
  7. მონაწილეები სხვა სკოლიდან: -----
  8. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია.
  9. პროექტის ფასილიტატორი: ირინე შარაბიძე
  10. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:irine.sharabidze@gmail.com